კორონა ვირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია

0
რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვას აღავლენს. „ქალაქსა და ქვეყნიერებას“ – ასე ჰქვია პაპი ფრანცისკეს საგანგებო მიმართვას, რომელიც პაპმა კრიზისთან დაკავშირებით დანიშნა. პაპის თქმით, კორონავირუსმა ყველა ერთ გემზე მოაქცია. „ეს კრიზისი არის სოლიდარობის ტესტი და მთავარი ღირებულებების გახსენების შესაძლებლობა“, - აღნიშნა პაპმა ფრანცისკემ. პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, მაღაზიების თანამშრომლებს, პოლიციელებს, მოხალისეებს და თქვა, რომ სწორედ ეს ადამიანები წყვეტენ ახლა ჩვენს ბედს. „ურბი ეტ ორბი“ – ამ მიმართვას როგორც წესი ათასობით ადამიანი ესწრება ყოველწლიურად, მაგრამ წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხი არ დგას.
#კორონავირუსი
#მსოფლიო
#იტალია
#coronavirus
#world
#universe
#italy
#praytogether
#prayforworld
???
0