აფხაზური ენის დღე!

0
აფხაზური ენის დღე - 27 ოქტომბერი! Аҧсуа бызшәа амш - жьҭаара 27! 🔴 1979 წლამდე სოხუმის თეატრის ქართული და აფხაზური დასები ერთ შენობაში მართავდნენ წარმოდგენებს. ისტორიამ, ამ ნაყოფიერი შემოქმედებითი თანამშრომლობის დასტურად, არაერთი სპექტაკლი შემოგვინახა. 🔴 აფხაზურ ენას, საქართველოს კონსტიტუციით, ქართულთან ერთად, მეორე სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს მინიჭებული, რომელსაც იუნესკოს მონაცემებით მალე გაქრობა ემუქრება. ვფიქრობთ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ აფხაზური ენა და ჩვენი საერთო კულტურული მემკვიდრეობა. სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი გილოცავთ აფხაზური ენის დღეს!
#აფხაზურიენისდღე
#27ოქტომბერი
0