მანიაკი, რომელმაც 25 ქალი მოკლა დაკავებულია

Tbilisi Daily

რუსეთის ქალაქ ყაზანში 38 წლის კაცი დააკავეს, რომელიც 25 მოხუცი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, პოლიცია მას 2012 წლიდან ეძებდა. ამის შესახებ rg.ru იუწყება. დაკავებული „ვოლგისპირელი მანიაკის“ სახელით არის ცნობილი. ყაზანში და თათრეთის რესპუბლიკის სხვა დასახლებულ პუნქტებში ის მარტოხელა, 70 წელს გადაცილებული ქალების ბინებში მიდიოდა, თავს ასაღებდა კომუნალური სამსახურების თანამშრომლად, შემდეგ კი მსხვერპლს გუდავდა და ბინიდან ძვირფასი ნივთები მიჰქონდა. მანამდე დანაშაულის ადგილს სპეციალური ხსნარით რეცხავდა, რომ ძაღლებს მისი კვალი ვერ აეღოთ. დაკავებული რომ ნამდვილად 25 ქალის მკვლელობისთვის ძებნილია, ეს დანაულის ადგილას აღმოჩენილმა და დაკავებულის დნმ-ს ნიმუშების შედარებამაც დაადასტურა. ისინი ერთმანეთს დაემთხვა. „ვოლგისპირელ მანიაკზე“ ნებისმიერი ინფორმაციისთვის რუსეთის შსს-მ 3 მილიონი რუბლის ჯილდო ჰქონდა დაწესებული .