http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140120
ახალ კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებს ჩაუტარდა, უარყოფითი აღმოჩნდა, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, კახა იშხნელმა განაცხადა. მისი თქმით, კლინიკიდან უკვე გაეწერა ორი პაციენტი. საავადმყოფოში მოთავსებული ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სტაბილურია.
„ყველა ტესტი, რომელიც ჩვენთან მყოფ პაციენტებს ჩაუტარდა, აღმოჩნდა უარყოფითი. ორი პაციენტი უკვე გავწერეთ, კიდევ ველოდები შევსებას. ორივე ბავშვის, მცირეწლოვნების მდგომარეობა სტაბილურია, გრძელდება მკურნალობა დანიშნულების მიხედვით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც. სწრაფ ტესტირებას აქვს თავისი ადგილი. ეს ვერ შეცვლის ვერავითარ შემთხვევაში იმ „ოქროს სტანდარტს“, რასაც „პისიარს“ ვუწოდებთ, მაგრამ აქვს თავისი ადგილი გამოკვლევებში. ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, მინდა, ეს ხაზგასმით ვთქვა საზოგადოებისთვის. ეს სუფთად სამედიცინო, ჩვენთვის, ინფექციონისტებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია, " - განაცხადა იშხნელმა.