გაფუჭებული მოსავალი და ზუგდიდელი ფერმერები, რომლებიც მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ.

Zugdidi Daily

გაფუჭებული მოსავალი და ზუგდიდელი ფერმერები, რომლებიც მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი ვითარების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობა, ფერმერებს საშუალებას არ აძლევთ გაიტანონ მოსავალი სხვა ქალაქებში, რაც მოსავლის გაფუჭებას იწვევს. ერთ-ერთი ზუგდიდელი ფერმერი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს ამბობს, რომ 4 ტონა პომიდორი გაუფუჭდა. „მანამდე მოსავალს ვაბარებდით ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და გაადადგილებაზე შეზღუდვების შემდეგ ჩაიკეტა საზღვრები. ვერსად ვერ გავიტანეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მოხდა რეალიზაცია, მივიღეთ ზარალი. დაახლოებით 4 ტონამდე პომიდორი გაგვიფუჭდა“-ამბობს ფერმერი. წინასწარი გათვლებით სათბურში 15 ტონა პომიდორი უნდა მოსულიყო. ასევე, სოფელ კახათში ენუქიძეების ოჯახი წლებია საოჯახო მეურნეობას ამუშავებს და აქ გამოყვანილი ბოსტნეულის ჩითილების რეალიზაციით შემოსავალს იღებს, თუმცა წელს, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო პრობლემები შეექნმათ და პირველად გამოყვანილი ნერგები გაუფუჭდათ. #ზუგდიდი #გაფუჭებულიმოსავალი #კახათი #კორონავირუსი #შეზღუდვები #zugdididaily