"HelpYourHometown" - მარკო როისის ახალი საქველმოქმედო ინიციატივა

ByM.m.m.Georgia
0
დორტმუნდის ბორუსიას შემტევმა, მარკო როისმა, მეუღლესთან ერთად საქველმოქმედო ინიციატივა წამოიწყო. კამპანიას
#HelpYourHometown
ეწოდება - ის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნული აქციის ფარგლებში როისმა და მისმა ცოლმა დორტმუნდში არსებული მცირე საწარმოების დასახმარებლად 500 000 ევრო გადარიცხეს. "უამრავი მცირე საწარმო, სადალაქო და რესტორანი არსებობს - მათ ასეთი პირობებში ჩვეულ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდებათ. ეს პატარა მაღაზიები ჩვენს ქალაქს უნიკალურს ხდიან. იყავით სოლიდარულები, დაეხმარეთ ერთმანეთს და იყავით ახლოს. კორონავირუსი საზოგადოებას გაერთიანების საშუალებას აძლევს. იმედი გვაქვს, რომ მოვიზიდავთ იმ ადამიანებს, რომელთაც მშობლიური დახმარების სურვილი აქვთ", - დაწერა როისმა ინსტაგრამში.
#მარკოროისი
#ფეხბურთი
#გერმანია
#დორტმუნდი
#ბორუსია
#სიახლე
#ქველმოქმედება
#marcoreus
#football
#bundesliga
#dortmund
#borussia
#germany
#news
#sport
#events
#business
#coronavirus
#კორონავირუსი
ByM.m.m.Georgia
0