პაკისტანში ტერაქტს 12 სამხედრო ემსხვერპლა
Tbilisi Daily
პაკისტანში მომხდარ ორ ტერაქტს უსაფრთხოების სამსახურის 12 წარმომადგენელი ემსხვერპლა. შეიარაღებული პირები ქვეყნის სამხრეთ -დასავლეთით, ბალუჯისტანის პროვინციაში, გვადარის რაიონში, გაზისა და ნავთობის კომპანიის წარმომადგენელთა მანქანების კოლონას დაესხნენ თავს. ტერაქტის შედეგად 6 პირი დაიღუპა.
მეორე თავდასხმა ჩრდილოეთ ვაზირისტანში, რაზმაკის რაიონში მოხდა. ექსტრემისტებმა ის მარშრუტი დანაღმეს, სადაც პაკისტანის არმიის სამხედრო მანქანებს უნდა გაევლო. აფეთქების შედეგად 6 სამხედრო დაიღუპა.