უმრავლესობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა - კრისტიან დანიელსონის განცხადება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით, 'ქართულიოცნებისა' და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა.
კრისტიან დანიელსონისგანხადებით,რიგ საკითხებზე შეთანხმება ვერ შედგა და ის ასრულებს მედიაციას თბილისში, ხვალ კი ბრიუსელში გაემგზავრება.
'ჩართული ვიყავი ამ ინტენსიურ მოლაპარაკებებში, როგორც პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი. ევროკავშირმა და აშშ-მ ძალიან გულმოდგინედ იმუშავეს, დახმარებოდნენ პარტიებს, მიეღწიათ შეთანხმებისთვის და დაესრულებინათ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში.მე დავბრუნდები დილითბრიუსელში და მოვახსენებ ყველაფერს პრეზიდენტ მიშელს'-აცხადებს დანიელსონი.