ვაშინგტონში, Amazon-ის დამფუძნებლის სახლის წინ, საპროტესტო აქცია გაიმართა

0
ჯეფ ბეზოსის სახლის წინ ხუთშაბათს 100-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ისინი „ამაზონის“ თანამშრომლების ხელფასებს აპროტესტებდნენ. სახლის წინ მათ გილიოტინაც აღმართეს. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბეზოსის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. შედეგად, იგი მსოფლიოს ისტორიაში უმდიდრეს ადამიანად იქცა. იანვრის შემდეგ, მისი ქონება 85 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, იგი პანდემიის პირობებში კომპანიის თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებდა. იგი ამბობდა, რომ ფლორიდაში კორონავირუსის აფეთქების გამო, სამსახურში სიარულისას თავს უსაფრთხოდ აარ გრძნობდა. „ამაზონის“ ყოფილი თანამშრომელი კრისტიან სმოლსი, გავრცელებულ ვიდეოში კომპანიისაგან მოითხოვს მინიმალური ხელფასი საათში 15$-დან 30-მდე გაზარდონ. იგი უკეთეს უსაფრთხოების სტანდარტებს ითხოვდა პანდემიის პირობებში, რის შემდეგაც სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, სმოლი ამაზონისა და ჯეფ ბეზოსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავს. კოვიდ-19-ის პანდემიამ ამაზონის თანამშრომლები სამუშაო პირობებზე აალაპარაკა. თუმცა ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის გაყიდვებმა, წლის განმავლობაში 88.9 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც „ამაზონისათვის“ რეკორდული რიცხვია. წყარო:Business Insider #headline
0