ქუთაისში მოკრისაფინანსო ორგანიზაციის სეიფი და 500 ათას ლარამდე თანხა მოიპარეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
წინასწარი ინფორმაციით ქურდობის შედეგად წაღებულია მილიონ ნახევარ ლარამდე თანხა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ინტელექსპრესის“ იურისტის ლევან დემურიას თქმით, ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ქურდებმა სარდაფიდან შეაღწიეს.
მისი სიტყვებით, უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და ისე შეაღწიეს შენობაში.
„შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს",- განაცხადა
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს 177 მუხლით რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს 1 დან 3 წლამდე პატიმრობას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30851961.html
#ახალი_ამბები
#twitter