გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება. ბოლო 3 დღეში 4 დადასტურებული შემთხვევაა. ვითარება კი, საყურადღებო ხდება. გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარიამ გიუნაშვილის თქმით, ოთხივე შემთხვევა სწორედ გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშია გამოვლენილი და ისინი სამხედრო ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი, სადაც გადიან შესაბამის მკურნალობას. დადასტურებული შემთხვევების ახლო კონტაქტები მოძიებულია და ისინი გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში, ხოლო იმ პირებს , რომლებიც კონტაქტებში გამოვლინდნენ , თუმცა არ იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვები მეთვალყურეობენ. საბედნიეროდ , პირველი სამი დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები ბევრი არ არის. მათგან ორი სტუდენტია, რომლებიც გათვიცნობიერებულნი იყვნენ ეპიდსიტუაციაშია, ამიტომაც ისინი თავად ერიდებოდნენ ფარტო კონტაქტებს. რაც შეეხება მესამე შემთხვევას, შეიძლება ითქვას, რომ მისი კონტაქტები საშუალო რაოდენობისაა. გამოვლენილი 4 შემთხვევიდან 3-ის წყარო უკვე ცნობილია, ისინი თბილისსა და ქობულეთს უკავშირდება. ხოლო მეოთხე ინფიცირებულის წყაროს დადგენა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #დღისსიახლეები #კორონავირუსი #goridaily წყარო - dianews.ge #ახალიამბები