დილით კიდევ ორი შემთხვევა გამოვლინდა!

0
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას კორონავირუსით დაინფიცირებული მეთოთხმეტე პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, პაციენტს ტესტები გუშინ ჩაუტარეს. მისივე თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ მცირე ტემპერატურა აღენიშნება. დილით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 2 შემთხვევა გამოვლინდა, სულ დადასტურებულია 85. ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ინფიცირების წყარო კვლევის პროცესში. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 14 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 4641 ადამიანი იმყოფება. ამასთან, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. 21 აპრილამდე ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
#კორონავირუსი
#პლუს2
0