ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შესრულება-ბენიძე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143227 ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შესრულება-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე, მიხეილ ბენიძე. მისივე თქმით, ბოლო დღეებში "ოცნების" მიერ გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვნად ამცირებს ნდობას, რომ ხელისუფლება ადამიანებს კვლავ არ მოატყუებს. „ცალსახად ცხადია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების შესრულება. მათ არ მიაჩნიათ სწორად, რომ საერთაშორისო აქტორებმა განმარტონ შეთანხმების დეტალები. ამავე განცხადებაში ნახსენებია, რომ არამხოლოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებას ეხება საუბარი, არამედ საუბარი იმ სასამართლო საქმეებს ეხება, სადაც აპოლიტიკური ჩარევების შესახებ სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.