იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - მას ექიმებმა "ჰაილენდერი" უწოდეს

0
იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - მას ექიმებმა "ჰაილენდერი" უწოდეს იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან 102 წლის ქალ­ბა­ტო­ნი გა­ნი­კურ­ნა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "სი-ენ-ენი" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, იტა­ლი­კა გრონ­დო­ნა, რო­მელ­მაც ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის ქა­ლაქ გე­ნო­ას ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 20 დღე გა­ა­ტა­რა, უკვე სა­კუ­თარ სახ­ლშია და თავს კარ­გად გრძნობს. ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც მათ ზედ­მეტ­სა­ხე­ლად "ჰა­ი­ლენ­დე­რი" უწო­დეს, COVID-19-ით და­ინ­ფი­ცი­ე­ბუ­ლი მო­ხუ­ცე­ბის­თვის იმე­დის მიმ­ცე­მია. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, იტა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 86 498 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი - 9 134.
#პოზიტიურიამბავი
#102წლისგამოჯანმრთელებული
#კორონავირუსი
0