6 votes
0 comments
0 shares
Save
110 views
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago

საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს.❤️


Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
ვნანობ რომ წავშალე - რატომ გაქრა ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქპოსტი
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ძალიან ნანობს, რომ პოსტი სადაც გიორგი შაქარაშვილზე და სანდრო გირგვლიანზე წერდა ფეისბუქიდან წაშალა. „ძალიან ვნანობ გუშინდელი პოსტი რომ წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი და პირადი პრობლემის გამო ვერ მოვახერხებდი ნახევარ საათში დამატებული 437 "ფოლოვერის" მოგერიებას. ყოველთვის ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ და შესაბამისად, არ მჩვევია პოსტების წაშლა. ამ შემთხვევაშიც ასეა და დღეს უფრო ვრცლად ავუხსნი ადამიანებს ამ ორ მძიმე ფაქტს შორის ტოლობის ნიშნის დასმის საშუალება რომ აღარ მივცე. სტატუსი იყო და არის მათთვის, ვინც ამბობს რომ გიორგის ამბავი უბედური შემთხვევაა. გიორგის მძიმე მოტეხილობები აქვს, მათ შორის თავის ქალის. აღენიშნება თვალბუდეების ტრამვა. პროკურატურაც კი ამბობს რომ ძალადობის დროს გამოყენებულია რკინის შტირები. ეს, სახელწმიფოსთვისაა პრობლემა, როცა მოძალადე პოლიციელია, თორემ მსხვერპლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მისდევს და საბოლოოდ სიცოცხლეს ვინ უსპობს - მელნიკოვი, რომელთანაც ამ ხელისუფლებამ საპროცესო გარიგება გააფორმა და ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი. ორივე შემთხვევაში ინსტინქტი შიშია, რომლისგანაც თავდაცვის და გადარჩენითვის გარბიხარ. რაც შეეხება გაქცევას, სწორედ მურუსიძის სასამართლოს საქმეში წერია, რომ გირგვლიანმა გაქცევა მოახერხა და ხევში გადაიჩეხა. სტრასბურგმა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს უნდა გამოეძიებინა მაღალჩინოსნების კავშირი საქმესთან, რომ დამნაშავეებს სასამართლომ არ მიუსაჯა ადეკვატური სასჯელი. რომ არ ჩამოვთვალო სრულად გაითვალისწინეს ადვოკატ შავგულიძის მოთხოვნა, რომელსაც დღეს მტრად თვლით და მურუსიძეს მოყვრად. გირგვლიანის საქმე ახლა კი არა, ნაციონალების დროს არ გამიპრავებია! განსხვავებით თქვენი უვადო მოსამართლე მურუსიძისგან, რომელმაც მთლიანად გარეცხა სამართლებრივად ეს საქმე. რადგან თქვენმა ხელისუფლებამ მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა მოახერხა, თქვენი პროტესტები არაგულწრფელი და შერჩევითია", - წერს ჟურნალისტი. ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქპოსტი ეხებოდა ცნობილი საქმის სანდრო გირგვლიანის მკვლელობასა და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტს, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა. ,,საშიშროებისგან გარბოდა გირგვლიანი. ხევში გადავარდა, ყინვის და იმის გამო, რომ ამოსვლა და სხვისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, გარდაიცვალა. რომ არ გაკიდებოდნენ, ხევამდე არ მივიდოდა. წავიდოდა სახლში. საშიშროებისგან გარბოდა შაქარაშვილიც. ან ცუდი ხილვადობის გამო, ან ფეხი დაუცურდა, არ ვიცით ჯერ, ფაქტია წყალში გადავარდა და გარდაიცვალა და ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა. გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც", - წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
🌏რატომ ებრძვი სიცოცხლეს 🌏„სტიქაროსნის დაინფიცირების წყარო არა ეკლესია, არამედ ოჯახი გახდა. მას შემდეგ, რაც სტიქაროსნის ბაბუას კორონავირუსი დაუდასტურდა, იგი ჩვენთან მსახურებაზე აღარ დამდგარა“ 🔴კორონავირუსით გარდაცვლილი მესამე პაციენტი 86 წლის ქალბატონია😔. 🔴საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 45 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 🔴კიდევ ერთხელ დავრწმუნდით,რომ.ამ ქვეყნად ყველაფერი უძლური აღმოჩნდა ბაქტერიის წინააღმდეგ ბრძოლაში,ჯერჯერობით ასეა.გისწავლია გიშრომია წაგიკითხავს,საკუთარი თავი ყოვლისშემძლეა❗ფიქრობ თუმცა,შემცდარხარ.ასეა ასე გული არდაგწყდეს ეს კიდევ ერთხელ გვახედებს ყველას ჩვენ ფიქრებში. 🔴რწმენა ყველაზე ძლიერი იარაღია ბრძოლის ველზე,მაგრამ ამ ველზე მხოლოდ ღმერთის გამოცდები გაუმართავთ... ეჰ ღმერთო ნეტავ ამ გამოცდას ისევ ჩააბარებ უმადურთ თუ კვლავ მიუშვებ მათ ნებაზე❓ არდაიღალე❓ ყველაფერი,საბოოლოდ ხომ მხოლოდ შენ გბრალდება.რა ცუდად შეგქმნა ადამიანმა,რომ არმოეწყინა მარტოს დედამიწაზე.მისთვის მხოლოდ გასართობი და სანახაობა გახდი... რა სამწუხაროა,ბრძოლა ღმერთსა და ადამიანს შორის ჯერ არდასრულებულა. 🔴რაც წმინდაა, მას ატრიბუტები არ აქვს. ქვა ტაძარში, ხატები ეკლესიაში, სიმბოლო სიწმინდე არ არის. ადამიანი ეძახის მას სიწმინდეს, წმინდას, თაყვანისცემის ღირსს, გამომდინარე რთული მოთხოვნილებებიდან, შიშისგან და სურვილებისგან. ეს სიწმინდეც ფიქრის ველშია, ის ფიქრმა შექმნა და ფიქრში არაფერია ახალი ან წმინდა. ფიქრს შეუძლია შექმნას ჩახლართული სისტემები, დოგმები, საწრმუნოება, ხატი , სიმბოლოები, მისი პროექცია იმაზე წმინდა არაა ვიდრე, სახლის კონტურები ან ახალი თვითმფრინავის პროექტი. ეს ყველაფერი ფიქრის არეალშია და ამაში არც წმინდა და არც მისტიკური არაფერია. ფიქრი- მატერიაა, და იგი შეგიძლიათ გადააქციოთ რადაც გნებავთ, სიმახინჯედ ან სილამაზედ. მაგრამ არსებობს სიწმინდე, მაგრამ ეს არც ფიქრიდანაა და არც ფიქრისგან გამოღვიძებული გრძნობისგან. ის შეუცნობელია ფიქრისგან და ვერ იქნება მის მიერ გამოყენებული. ფიქრს არ შეუძლია მისი გამოხატვა. და მაინც, არსებობს სიწმინდე, ფიქრისგან და სიმბოლოებისგან ხელშეუხებელი, ეს არ გადმოიცემა, ეს ფაქტია. #დარჩისახლში#ილოცესახლში
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
როგორ ფიქრობთ რომელი ღიმილია თქვენთვის ყალბი❓ აირჩიეთ ფოტო და დაწერეთ კომენტარის სახით,პასუხები დაიდება მოგვიანებით.❗#ტესტები #ფსიქოლოგია #ეზოთერიკა #მოტივაცია
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
🔴აღმოსავლური ტესტი❗ "სიმდიდრის გასაღები🙌 👤აირჩიეთ თილისმა,რომელიც მიგიზიდავთ. 1. თქვენი გზა სიმდიდრისკენ იმ პროფესიაზე გადის, რომელსაც შეუძლია გაგხადოთ ცნობილი და სახელგანთქმული. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებელია მუდამ იზრუნოთ საკუთარ გარეგნობაზე და დაიხვეწოთ გემოვნება. შესაძლოა, ჟურნალისტიკამ, სილამაზის სალონმა, სამკაულებით, ტანსაცმლით ვაჭრობამ გაშოვნინოთ ფული. 2. გამდიდრებაში თქვენ მხოლოდ საკუთარი თავი დაგეხმარებათ, კერძოდ კი, თქვენი იდეები, განსჯის უნარი და ლოგიკა. თქვენ უნარი შეგწევთ, მოიფიქროთ ახალი სისტემა ან წარმატებით "შეაკეთოთ" ძველი. თქვენი გონება რაციონალურია. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ფინანსურ, იურიდიულ ან სამეცნიერო სფეროში მოსინჯავთ ძალებს. საღად და თავისუფლად აზროვნება შეგიძლიათ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი თავის წარმოჩენის. 3. თქვენი სიმდიდრის გასაღები რწმენაშია, ღრმასა და ძლიერში. უნდა გჯეროდეთ საკუთარი ძალების, იმის, რასაც აკეთებთ და გარშემომყოფებიც დააჯეროთ ამაში. თქვენთვის იდეალური სამუშაოა ის, რომელიც ადამიანების დახმარებისკენ არის მიმართული, მაგალითად: ექიმი, პედაგოგი, მღვდელი. 4. სიმდიდრისკენ მიმავალი თქვენი გზა კოლექტიურ სამუშაოშია. მნიშვნელობა არ აქვს, ოფისში იმუშავებთ, სახლში თუ საკუთარი ბიზნესის მმართველი იქნებით, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რომ გვერდით გყავდეთ საიმედო ადამიანი, მეუღლე, ბავშვობის მეგობარი ან უბრალოდ, ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს თქვენს იდეებს და მათ განხორციელებაში სიამოვნებით გეხმარებათ. 5. სიმდიდრისკენ თქვენი გზა სახლის სიმყუდროვეზე გადის. ამაში შედის – სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოს ტექნიკა და სახლის რემონტი. შეგიძლიათ იყოთ მაღაზიის ან კაფეს მეპატრონე, ივაჭროთ ბაღის ინვენტარებით ან მცენარეებით. 6. სიმდიდრეს და კეთლდღეობას მხოლოდ აქტიური ქმედებით მიაღწევთ. თქვენთვის ყოველთვის აქტუალური იქნება სიტყვები "მოძრაობაა – სიცოცხლე". თქვენი პროფესია მოგზაურობებსა და მივლინებებს უნდა მოიცავდეს ან სპორტის რომელიმე სახეობას. თუ ასეთი სამსახური არ გაქვთ, ჰობი მაინც უნდა გქონდეთ მსგავსი. იმოქმედეთ! 7. სიხარბე – ეს არის თქვენი სიმდიდრის გასაღები. თუმცა ცუდად ნუ გაიგებთ. ეს ცხოვრებაზე, ამქვეყნიურ სიამოვნებებსა და გართობაზე დახარბებაა. კარგი იქნება, თუ საქმედ გაიხდით რომელიმე გასართობ სფეროს. სამსახური და ყოველდღიური ყოფა სიამოვნებასა და სიხარულს უნდა განიჭებდეთ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. 8. სიმდიდრისკენ მიმავალი გზა თქვენთვის დღესასწაულებზე გადის. კარგად გამოგდით საბავშვო ზეიმების მოწყობა, ფოტოგრაფობა, დღესასწაულების ორგანიზება და მუსიკოსობა. ასევე, თქვენგან კარგი მხატვარი-გამფორმებელი, დიზაინერი ან ფლორისტი გამოვიდოდა. შესანიშნავად გაართმევდით თავს ტურისტული აგენტის მოვალეობებსაც. თქვენთვის აუცილებელია მოვლენებით დატვირთული ცხოვრება, სხვანაირად წინ ვერ წაიწევით. 9. თქვენი ფინანსური წარმატების გარანტი გრძნობებია, უფრო სწორად, თქვენი უნარი, გესმოდეთ ირგვლივ მყოფების. კარგი ფსიქოლოგი გამოხვიდოდით, თუ ხელს არ შეგიშლით გადაჭარბებული ემოციურობა. ასევე, იდეალური იქნებოდა ნებისმიერი შემოქმედებითი სამუშაო, საუკეთესოდ შეგიძლიათ გადმოსცეთ საკუთარი შეგრძნებები. 10. სიმდიდრეს მკაცრი ხასიათი მოგახვეჭინებთ. თქვენ თვლით, რომ შექება ადამიანებს ათამამებს და აზარმაცებს. თუმცა ამ სიმკაცრის მიღმა მაინც თბილი გული იმალება. ასეთი ხასიათით თქვენ სამართალდამცავ ორგანოებში მიაღწევთ წარმატებას; ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც კრიტიკა განმსაზღვრელ როლს თამაშობს. 11. სიმდიდრისკენ თქვენი გზა საკუთარ ბიზნესზე გადის. კარგი იქნება, თუ ეს ბიზნესი მშენებლობასთან იქნება კავშირში. თქვენთვის მნიშვნელოვანია, შექმნათ ისეთი რამ, რაც ადამიანებს არაერთი წელი ემსახურება. საკმაოდ სერიოზული და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ საკუთარი შეცდომების აღიარება და მათზე სწავლა. კარგი მასწავლებელი ხართ მათთვის, ვინც უმცროსია ან თქვენზე გამოუცდელი. 12. სიმდიდრესა და ფინანსურ წარმატებას ის საქმე მოგიტანთ, რაც ლითონს ეხება. ეს შეიძლება იყოს მანქანათმშენებლობა, ავიაცია ან რკინიგზა. ძალიან თანამედროვედ მოაზროვნე ადამიანი ხართ და სისწრაფე თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე საიმედოობა. თუ მოგეჩვენათ, რომ ძალიან გადაიღალეთ ამ სირბილში, აუცილებლად ამოისუნთქეთ. 13. იმისათვის, რომ ფინანსურად გაძლიერდეთ, აუცილებლად უნდა გასცეთ სითბო და სიყვარული. მნიშვნელოვანი მომენტია: არ უნდა მიაქციოთ ყურადღება წვრილმანებს, ამას სხვები მიხედავენ. თქვენი ამოცანაა – გასცეთ იდეები, ჩაუყაროთ საქმეს მყარი საფუძველი. 14. სიმდიდრისკენ თქვენივე იუმორის გრძნობა მიგიყვანთ. თქვენ შეგიძლიათ ის ნებისმიერ სფეროში გამოავლინოთ. რა თქმა უნდა, ეს თვისება დამკრძალავ ბიუროში მუშაობისას არ გამოგადგებათ, მაგრამ დანარჩენი, ყველა სფეროში შეუცვლელი იქნება. თქვენი ენამახვილობა კარიერაში წინსვლაში დაგეხმარებათ. მთავარია, რომ იუმორი შავი არ იყოს. 15. ნებისმიერი პროფესია, რომელიც სისუფთავეს, თუნდაც სტერილურობას უკავშირდება, თქვენია. თქვენთვის წარმატებული იქნება ექიმის ან მეცნიერის კარიერა. ცხოვრებაშიც აზრები სუფთად შეინახეთ, იყავით კეთილსინდისიერი ადამიანი და მიზანს დაბრკოლების გარეშე მიაღწევთ. თქვენთვის ტყუილი და ღალატი დამღუპველია, რადგან ყველაფერი ბუმერანგივით უკან მოგიბრუნდებათ. 16. თქვენი სიმდიდრის გასაღები – ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, შორეულ ქვეყანაში იმალება. კარგი იქნება, თუ თქვენი საქმე ან ჰობი წყალთან იქნება კავშირში. რა თქმა უნდა, აუცილებელი არ არის, მეთევზე ან სანტექნიკოსი
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
ეცადე,რომ გახადო მინიმუმ ერთი ადამიანი დღეში ბედნიერი.თუ არშეგიძლია ეს საქმით გააკეთო,მაშინ კეთილი სიტყვა უთხარი,თუ კეთილი სიტყვის თქმა არშეგიძლია,მაშინ უბრალოდ ფიქრით სცადე.მთავარია,დაითვალე ან თუ შეგიძლია გაზომე,რამდენ ადამიანს მოუტანე ბედნიერება და შენც ბედნიერი გახდები ამით.#ფსიქოლოგია #მოტივაცია #ეზოთერიკა #სიყვარული
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
⭕3ხერხი მოტივაციის ასამაღლებლად🔻🔻🔻 1)დაწერე – მიზნისა და სასურველი შედეგის განსაზღვრის საუკეთესო საშუალება მისი წერილობით ჩამოყალიბებაა. ჩამოწერე პუნქტებად ყველა ის მიზანი, რომლის მიღწევასაც გეგმავ, არ დაგავიწყდეს მიუთითო ვადა. 2)თვითშეფასება – გახსოვდეს, რომ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე ფიქრობ. შეუძლებელი არაფერია, ბარიერების უმეტესობას ადამიანები თავადვე ქმნიან. შეიქმენი განწყობა და ირწმუნე, რომ ყველაფერი გამოგივა! 3)ვარჯიში – დაიწყე დღესვე! ვარჯიში შეგმატებს საჭირო ენერგიას, ტონუსს, რწმენას, გაგიუმჯობესებს ყოველდღიურ განწყობას და დაგეხმარება თავი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენო. ცვლილებებს, რომლებსაც საკუთარ სხეულს მალევე შეატყობ, მოგცემს წინსვლის სტიმულს.#ფსიქოლოგია
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
"ეტყობა მხოლოდ სიტყვებს შესწევთ უნარი სათუთად გამოძერწონ და დახვეწონ სრულიად ჩამოუყალიბებელი გრძნობანი.დიახ, ალბათ სწორად მათში არის რაღაც იდუმალი მუსიკა ბარბითისა და ვიოლას ჰაეროვანი ხმებივით ტკბილი.მხოლოდ უბრალო სიტყვები!და განა არის რამ ამქვეყნად სიტყვის ფასი და მასზე უფრო რეალური?"#მოტივაცია#ფსიქოლოგია #ეზოთერიკა
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
🔴გთავაზობთ 3 ყველაზე შთამაგონებელ აფირმაციას: 💥1. მე დღეს უკეთეს შედეგებს მივიღებ, ვიდრე გუშინ! რჩევა: ყოველდღიურად იზრუნეთ გააუმჯობესოთ საკუთარი თავი რათა შეძლოთ დიდი მიზნების დიდებულად მიღწევა. პიროვნული ზრდა N1 პრიორიტეტია ყველა წარმატებული ადამიანისთვის. 💥 2. მე წარმატებულად შევასრულებ ყველა მნიშნელოვან და პრიორიტეტულ ამოცანას! რჩევა: ეფექტურად მართავთ საკუთარ თავს = იღებთ მაქსიმალურ შედეგებს. გადაანაწილეთ დასახული ამოცანების პრიორიტეტები და დისციპლინირებულად იმუშავეთ მასზე. 💥3. მე მაქვს და მექნება პოზიტიური ურთიერთობები ყველასთან! რჩევა: იყავით კომუნიკაბელური. ოჯახთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან თვენი ურთიერთობები გაამყარეთ: უანგარო სიკეთით, გულწრფელი კომპლიმენტებით და პოზიტივზე ფოკუსირებით. პოზიტივი და დადებითი განწყობა აქციეთ თქვენ სინონიმად.#რჩევები #ფსიქოლოგია
Abagael Bug
Tbilisi · 3 months ago
დილამშვიდობისა🌏 არ მოიწყინო,გაიღიმე ესეც ჩაივლის❗ კლდის წვერზე მოსახვედრად,ხშირად რთული გზაა გასავლელი. ნუ აყვები შიშს და განცდებს,ისინი მხოლოდ აბრკოლებენ პიროვნებას.იყავი კეთილი მასპინძელი,ავად მოსული სტუმრისთვის,ის შენგან ისეთივე წავა როგორ დახვედრასაც მოუწყობ.
Abagael Bug
Tbilisi · 2 months ago
🌞👇ერთ მშვენიერ დღეს, მონადირე ტყეში სიარულისას წააწყდა შეშის მჩეხელს. ეს ადამიანი დაუღალავად, შეუსვენებლად შრომობდა და ცდილობდა მოჭრილი ხის გახერხვას. ოფლად იღვრებოდად უკვე, აღარც მის ორგანიზმს შეეძლო ფიზიკური შრომა და მონადირემ გადაწყვიტა რჩევით დახმარებოდა მას. - ოო, თქვენი ხერხი სულ მთლად დაბლაგვებულა! კარგი იქნებოდა, რომ გაგელესათ. - მიმართა მონადირემ მეტყევეს. - რას ამბობთ! ამისათვის დრო საერთოდ არ მაქვს, ჯერ კიდევ 20 ხე მაქვს მოსაჭრელი! - უპასუხა ხის მჭრელმა და კვლავ მიუბრუნდა სამუშაოს. 🔴მორალი: შრომისმოყვარეობა რა თქმა უნდა კარგი თვისებაა და დასაფასებელია, თუმცა ყოველთვის უნდა დავუსვათ თავს შეკითხვა, თუ რამდენად ეფექტურია იგი და რამდენად დაგვეხმარება მიზნის მიღწევაში. იქნება და არსებობს რაღაც სხვა გზა, მეთოდი, რომელიც გაგვიმარტივებს შრომას და გაგვიორმაგებს შედეგს.