15 წლის მოზარდის დაჭრისთვის მისი თანატოლი  დააკავეს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში, მეტრომშენის დასახლებაში 15 წლის მოზარდის დაჭრისთვის მისი თანატოლი ბიჭი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. "გამოძიებით დადგინდა, რომ გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - აცხადებენ შსს-ში. შემთხვევა გუშინ, 30 მაისს მოხდა. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მეტრომშენში დაახლოებით 13:00 საათზე გაიგეს ხმაური, რის შემდეგაც, რამდენიმე წუთში, ავტოსადგომებიდან გამოიყვანეს დაჭრილი მოზარდი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31876347.html

Source: radiotavisupleba.ge