7 votes
comments
1 shares
Save
ბორჯომის მერიამ ეკლესიებს ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადასცა
302 reads
Giorgi Oganesiani
Borjomi · 4 months ago

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის ტაძრებს, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა გადაეცათ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ არბოლიშვილმა შესაბამისი ტექნიკა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსს ლაზარესა და სამღვდელო პირებს პირადად გადასცეს.

აღნიშნული ინიციატივა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელდა. ხმის გამაძლიერებლების დახმარებით, ღვთის მსახურების მოსმენა მრევლისთვის ტაძრის ეზოში და უფრო შორ დისტანციაზეც იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ეპარქიის მიერ ტაძრების ეზოებში ადგილებიც მონიშნა, სადაც მორწმუნეებს შეუძლიათ თანაბარი მანძილით ერთმანეთისაგან დისტანცირებულად დგომა.

სულ ცოტა ხნის წინ მუნიციპალიტეტის დავალებით, სადეზინფექციო სამუშაოები ეპარქიის ყველა ტაძარში ჩატარდა.

#news #ბორჯომბაკურიანისეპარქია #ეკლესია #კორონავირუსი Borjomi
Giorgi Oganesiani
Borjomi · 4 months ago
7
Write a comment
1