მითი გალათეასა და აკისსზე

0
ზღვათა ღვთაება ნერევსის ასული, ნერეიდა. მშვიდი და მბრწყინავი ზღვის განსახიერება. სიცილიური ლეგენდის თანახმად, გალათეას უყვარდა მშვენიერი ჭაბუკი აკისი. ერთხელ, გალათეა იხილა ცალთვალა ციკლოპმა პოლიფემოსმა და მისდამი საოცარი ტრფობით აღივსო. დაიწყო საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა, თმა დაივარცხნა, უხეში წვერი ნამგლით შეილამაზა, ბოროტ სახეზე სიკეთე გადაიფინა, მაგრამ გალათეას ვერა და ვერ მოაწონა თავი. იცოდა კიკლოპმა, რომ მის რჩეულს აკისი უყვარდა. შეყვარებულებს ერთად ჰკიდა კიდეც თვალი და გონგადასულმა დაიღრიალა: „უკანასკნელად მოგექცევათ ტრფობის ეგ წამი!“ მან ვეება კლდეს დაავლო ხელი და უმოწყალოდ დაატეხა თავზე აკისს. გალათეამ მოასწრო ზღვაში გადაშვება. აკისის სისხლი მდინარედ გადაიქცა და ზღვას შეუერთდა. სწორედ იქ, ზღვაში შეეუღლნენ ერთმანეთს აკისი და გალათეა. ამ მითოსს ხშირად მიმართავდნენ მხატვრებიც (რაფაელი, ლორენი, ტიეპოლო), მწერლებიცა (სერვანტესი) და კომპოზიტორებიც (ჰენდელი, ლული, ჰაიდნი).
0