ბალკანური სახელმწიფო ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 30-ე წევრი ქვეყანა გახდა. ამის შესახებ ნატოს ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება. ორგანიზაციაში გაწევეიანების დოკუმენტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტშია.
ალიანსში მიღების ცერემონია ბრიუსელში ნატოს შტაბ ბინაში 29 მარტს გაიმართება.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას აქამდე საბერძნეთთან ქვეყნის სახელის გამო დაპირისპირება უშლიდა. საბერძნეთში ვარაუდობდნენ, რომ სახელი "მაკედონია" ამავე სახელის მქონე ბერძნულ პროვინციაზე პრეტენზიის საბაბი გახდებოდა, თუმცა 2018 წელს ქვეყნის "ჩრდილოეთ მაკედონიად" გადარქმევით ალიანსში შესვლის ეს წინაღობა მოიხსნა.
#politics
#news
#ნატო