ტიმოთეს უბანი - ბორჯომი

0
ბორჯომის რაიონში მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინის ქედის სამხრეთ კალთაზე გაშენებულია სოფელი ტიმოთესუბანი(კიმოთესუბანი). სოფელში შემონახულია XI-XVII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი , დიდი სამონასტრო კომპლექსი , რომლის მთავარი ნეგაბობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII სს. მიჯნა). ტაძრის მხატვრობა შესრულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იან წლებში. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. თორი შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხე იყო. გეოგრაფიულად იგი მოიცავდა ახლანდელ ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ბორჯომის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 18 კმ-ის მოშორებით, მდინარე თორისწყლის (ამჟამად გუჯარეთისწყალი) მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ ტიმოთესუბანში, მდებარეობს ხუროთმოძღვრების ეს ძეგლი. ამ ადგილას ძველი მონასტრის ნანგრევებზე, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შალვა ახალციხელმა ააგო ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი.
#ტიმოთესუბანი
#შალვაახალციხელი
#თორი
#ბორჯომი
#ისტორია
Borjomi
0