გუდაუთის დე ფაქტო ადმინისტრაციის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
Sokhumi Daily
ადგილობრივი მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს გუშინ მცდელობა ჰქონდა გაეუპატიურებინა რუსი ექიმი. ქალი გუდაუთის საავადმყოფოში ადგილობრივი ექიმების კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა გაქცევა მოახერხა და ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედ "რუსეთის საელჩოს" მიმართა.
"ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას, რაც სოციალური ქსელით გავრცელდა. სანამ მოკვლევა არ დასრულდება, მეტ დეტალს ვერ გეტყვით." - ამბობენ საელჩოში.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა