მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო, ვისურვებდი მე დამმართნოდა - ნინო ჟვანია

Pirveliradio Ge

გოგი თოფაძის შვილიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ბუსა ჟვანიას დედამ, ნინო ჟვანიამ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის მისი შვილისთვის ბრალის დამძიმებას არ ეთანხება. “მთავარი ჩემთვის რაც იყო, ბავშვი გადარჩა, მადლობა ღმერთს. მეორე არის ის, რომ მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, როგორიც მათთვის. მე ვისურვებდი, მე დამმართნოდა ეს. მესამემ, პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. მიმდინარეობს გამოძიება. ახლა გამოვიხედეთ თვალში, ემოციურად ძალიან ცუდად ვიყავით და ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. თუმცა, რომ დაუმძიმეს ბრალი, ჩემთვის ძალიან მძიმეა. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არ მგონია, რომ ესეთს“, - განაცხადა ჟვანიამ.