სენაკში ერთი პირი დააკავეს.
Zugdidi Daily
სენაკში, სამართალდამცავებმა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას ოჯახის დაყაჩაღების ფაქტზე, მრავალჯერ ნასამართლევი პირი -1957 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, 8 აგვისტოს სოფელ ძველ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, სახლში მყოფ პირებს იარაღის მუქარით მობილური ტელეფონები და ფული გასტაცა, შემდეგ კი მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ყაჩაღური გზით დაუფლებული მობილური ტელეფონი, ასევე, მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი პისტოლეტი, მჭიდი და 5 ცალი ვაზნა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება ისევ გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
#სენაკი #სამეგრელოზემოსვანეთი #დაკავება #მეუფე #ძარცვა #დანაშაულუ #გამოძიება #შსს #zugdididaily
_____________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com