“ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა” ბათუმში

Batumi Daily

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო ბათუმის მერიასა და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი. აღნიშნული მიზნად ისახავს „იუნისეფის“ მხარდაჭერით „ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივას“-თან შეერთებას. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, ბათუმის მერია აიღებს ვალდებულებას, ქალაქის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმოს ბავშვებსა და მათ ირგვლივ არსებულ საკითხებს. მერიის ინფორმაციით, ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივაში 40-ზე მეტი ქვეყნის 3 000 ქალაქია ჩართული. “ეს მემორანდუმი მისცემს ბათუმს საშუალებას, რომ ქალაქი გახდეს ბავშვზე უფრო მეტად ორიენტირებული. ბათუმი აუცილებლად გაიზიარებს განვითარებული ქვეყნებისა და ქალაქების გამოცდილებას” - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა შეხვედრაზე „იუნისეფის“ ბავშვზე მორგებული ქალაქების ინიციატივა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე, 1996 წლიდან ეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებებს მსოფლიოს მასშტაბით. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: ბათუმის მერია #batumidaily #ბათუმისმერია