კახა კალაძე - რაღა დროს რურუაა?

Tbilisi Daily

თბილისის მერმა, კახა კალაძემ გიორგი რურუას შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას არ უპასუხა. "რაღა დროს რურუაა, მაგაზე გავაკეთე უკვე განცხადება", - თქვა კახა კალაძემ. მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა, 11 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შეფარდების შესახებ. გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი - სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა. რურუა ბრალს არ აღიარებს.