ლევან რატიანის თქმით, ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142689 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ერთი პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოათავსეს. „რეამინაციულ განყოფილებაში არის ექვსი პაციენტი. გუშინ, ერთი პაციენტი, ქალბატონი გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში, რომელიც ყველაზე მძიმე იყო, მართვით სუნთქვაზე მყოფი იყო. მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყველა გართულებით. ამ ეტაპზე, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას. რამდენიმე დღეში, ქალბატონი კლინიკიდან გაეწერება“,- განაცხადა რატიანმა.