ნარაზენში ხანძარია

Tbilisi Daily

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანსა და ნარაზენში ხანძარია. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, თუმცა მოგვიანებით ადგილობრივების კუთვნილ თხილის პლანტაციებს მოედო. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება, თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.