ქუთაისში ერთ ქუჩაზე 5 მანქანა გაძარცვეს
Tbilisi Daily
ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე 5 მანქანა გაძარცვეს. შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ ღამე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია სარკეები, მაგნიტოფონები და პლანშეტები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.