მინიმუმ ცხრა მოსწავლე დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა პაკისტანის სასწავლებელში აფეთქების შედეგად

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

მინიმუმ ცხრა მოსწავლე დაიღუპა და 80-ზე მეტი დაიჭრა 27 ოქტომბერს ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქებისას მოსწავლეები გაკვეთილზე იმყოფებოდნენ მედრესეში, დედაქალაქ ისლამაბადიდან 170 კილომეტრზე მდებარე ქალაქ ფეშავარში, განაცხადა პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ვაყარ აზიმმა. „ვიღაცამ ჩანთა შეიტანა სასწავლებელში,“ თქვა მან და დასძინა, რომ ადამიანმა, რომელმაც ეს გააკეთა, მეცადინეობა აფეთქებამდე დატოვა. ფეშავარის პოლიციის უფროსის, მუჰამად ალი განდაპურის თქმით, ბომბი 6 კილო ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა. დაღუპულები 20-დან 40 წლამდე ასაკისა იყვნენ. დაჭრილთა შორის არიან შვიდი წლის ბავშვებიც. ჯერჯერობით არავის უკისრია თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30915044.html #ახალი_ამბები #twitter