პრემიერი ღარიბაშვილი აშშ-ში გაეროს ასამბლეას დაესწრება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. ასევე, ნიუ-იორკში შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. https://www.radiotavisupleba.ge/a/32039516.html

Source: radiotavisupleba.ge