ნიდერლანდების აეროპორტში საქართველოს კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააკავეს

Tbilisi Daily

ნი­დერ­ლან­დე­ბის აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს,- ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში“ ავ­რცე­ლებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 32 წლის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მალ­ტა­ში გამ­გზავ­რე­ბას აპი­რებ­და, ში­პჰო­ლის აე­რო­პორ­ტში შე­უ­რა­ცხყო­ფის მცდე­ლო­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.მგზავ­რის შე­მოწ­მე­ბი­სას ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მო­ქა­ლა­ქეს თან ჰქონ­და წე­რი­ლი, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ მას კო­რო­ნა­ვირუ­სის ტესტზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მა­მა­კა­ცი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბა ჩრდი­ლო­ეთ ჰო­ლან­დი­ის პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.