თეთრი სახლი ვეტერან დიპლომატს, რობერტ მელის დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენლად ირანის საკითხებში

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

აშშ-ის ოფიციალურ წყაროების ცნობით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ვეტერან ამერიკელ დიპლომატს, რობერ მელის, დანიშნავს თეთრი სახლის სპეციალურ წარმომადგენლად ირანის საკითხებში. მოელიან, რომ ამ დანიშვნის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 29 იანვარს გააკეთებს განცხადებას. რობერტ მელი, რომელიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას წამყვანი მრჩეველი იყო ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის იმ სამთავრობო ჯგუფში შედიოდა, რომელიც ირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის ირანის ბირთვული პროგრამის მოწესრიგების შესახებ 2015 წელს ხელმწერილი, საერთაშორისო შეთანხმების, შემუშავებაში მონაწილეობდა. „მოქმედების ერთობლივი ყოვლისმომცველი (JCPOA) გეგმის“ სახელით ცნობილი ირანის ბირთვული პროგრამის მოწესრიგების შესახებ შეთანხმება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა 2018 წელს დატოვა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი, შესაძლოა, დაუბრუნდეს ამ გარიგებას, რომლის ფარგლებშიც თეირანმა ივალდებულა შეზღუდოს თავისი ბირთვული პროგრამა. თუკი ირანი ასე მოიქცევა, სანაცვლოდ შესუსტდება მის მიმართ სანქციები. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თეთრი სახლი საერთაშორისო პოლიტიკის ამ ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხის თაობაზე. https://www.radiotavisupleba.ge/a/31075793.html #ახალი_ამბები #twitter