ამირან გამყრელიძე: „დიდი ალბათობით არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება“
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მატება არ წარმოადგენს ქვეყანაში მკაცრი საკარანტინო ღონისძიებების შემოღების საფუძველს:
"დიდი ალბათობით არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება. ეს არის არა მარტო ჩვენი არამედ საერთაშორისო პოლიტიკაც. მოგეხსენებათ, რომ დღეს მდგომარეობები ბევრგან არის გაუარესებული, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან. ეკონომიკა ვერ გაჩერდება. ამიტომ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვამბობ, სწორი ბალანსი ერთის მხრივ, ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდას და მეორეს მხრივ ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით ინფიცირების შემთხვევების ერთი ან ორი ათეულით გაზრდა საგანგაშო არ არის:
„ეს სრულიად მართვადი და კონტროლირებადია. ეს არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს დღეს მკაცრი საკარანტინო ან სხვა ღონისძიებების გატარების და ესეთი რამე არც იგეგმება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში გასული 24 საათს განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. 2 სექტემბრის დილის მონაცემებით, სულ ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია-19.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30816463.html
#ახალი_ამბები
#twitter