ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს-მეუფე პეტრე ცაავა

Pirveliradio Ge

ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს-აცხადებს მეუფე პეტრე, წმ. სინოდის კრებასთან დაკავშირებით. ის ასევე, სინოდის სხდომაზე დასწრების უფლებას ითხოვს, რათა ყველა არსებულ შეკითხვას და ბრალდებას თავად გასცეს პასუხი. შერისხული ჭყონდიდელი ამტკიცებს, რომ საკუთარი ბრალდებების დამტკიცება შეუძლია. "სინოდის სხდომა კანონით უკვე მომავალ კვირას უნდა იყოს. სულთმოფენობის დღესასწაულია, დამდეგს გილოცავთ და სულთმოფენობის შემდეგ უნდა იქნეს ჩანიშნული თუ არ დაირღვა დებულება ხელახლა. ველოდები, რომ ამ მართალი ბრძოლისათვის ღმერთი დამაჯილდოვებს. ვიბრძვი მხოლოდ ამისთვის, ღვთის ჯილდოა მთავარი. ისევე როგორც სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიწიერი რაღაც, თანამდებობრივი, თუ ქონებრივი, თუ იერარქიული ხარისხის დაკარგვით ცხოვრება არ მთავრდება, - აცხადებს მეუფე პეტრე. http://pirveliradio.ge/?newsid=144663