ცხინვალი ახალგორში პირობებით საზღვარს ხსნის

Gori Daily

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ახალგორში რამოდენიმე მაცხოვრებლისთვის საზღვარს ხსნის. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აღნიშნული გადაწყვეტილება, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევებითაა ნაკარნახები და გადასულ ადამიანებს, უკან დაბრუნება, მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ექნებათ და ისისც 14 დღის მანძილზე კარანტიში მოუწევთ ყოფნა. როგორც ე.წ. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი, ერიკ პუხაევი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება, ამ ადამიანებისთვის რთული ვითარებიდან გამომდინარე მოხდა. "ერთ ქალს მეუღლის გარდაცვალების გამო სურს წასვლა. მეორეს მძიმე ავადმყოფობის გამო, ხოლო კიდევ ერთ ქალს მისი მეუღლის გამო, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია და სიკვდილის პირასაა", - განმარტა პუხაევმა მთავრობის სხდომაზე. მან, უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, რომ უზრუნველჰყონ ამ მოქალაქეების გადასვლა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. შეგახსენებთ, კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ადმინისტრაციული საზრღვარი სრულად 18 მარტიდან ჩაკეტა, რაც კორონა ვირუსთან ბრძოლით იყო განმარტებული. #ცხინვალი #სამაჩაბლო #GORIDAILY