დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენზე: მან მოიგო, იმიტომ რომ არჩევნები გაყალბდა

Tbilisi Daily

BBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება პირველად აღიარა. ასეთ დასკვნამდე ჟურნალისტები თეთრი სახლის მეთაურის ახალი ტვიტის შემდეგ მივიდნენ. „მან მოიგო, რადგან არჩევნები გაყალბდა“, - დაწერა ტრამპმა. არჩევნებში წაგების მიუხედავად, მას დამარცხება ოფიციალურად ჯერ არ უღიარებია. პრეზიდენტმა რამდენიმე გადამწყვეტ შტატში სასამართლო დავაც დაიწყო, თუმცა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ წარუდგენია.