მერი თუ არ მიდის ხალხთან, ხალხი მიდის მერთან - აქცია ქობულეთში
Tbilisi Daily
ქობულეთში 12 ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება. თავისუფლების #19-ში მდებარე, ყოფილი სტატისტიკის შენობა ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით, ქობულეთის საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ რომანაძემ იყიდა. მათივე განმარტებით, დეპუტატი არჩევნების შემდეგ შენობიდან გამოსახლებით ემუქრება. სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა რამდენჯერმე ითხოვეს ყურადღება, თუმცა პასუხი არავინ გასცა. ისინი დღეს საბოლოოდ მერიის შენობის ფოიეში შეიჭრნენ და ასე ითხოვენ ქობულეთის მერთან შეხვედრას.
სამართალდამცველების, დაცვის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილეებს შორის ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, რა დროსაც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალალო აქტივისტები და სამართადამცველები.
რამდენიმე წუთის წინ მოსახლეობას შეხვდა მერის პირველი და მეორე მოადგილე. მათ აქციის მონაწილეებს მოუწოდეს გამოიყოს რამდენიმე კაციანი ჯგუფი მერთან შესახვედრად. თუმცა აქციის მონაწილეები ამ შემოთავაზებას არ დათანხმდნენ, ამბობენ, რომ მერი 12-ვე მათგანს უნდა შეხვდეს.
ყოფილი სტიტისტიკის შენობაში თვითნებურად შეჭრილები ამბობენ, რომ თუ მირიან ქათამაძე მათ უახლოეს საათებში არ შეხვდება, ისინი მის კაბინეტში შეიჭრებიან ან აღმაშენებლის ქუჩას გადაკეტავენ.