Windows-ს ფაილების აღდგენის ინსტრუმენტი ემატება

Tbilisi Daily

Microsoft-მა ახალი ინსტრუმენტი წარადგინა, რომლის დახმარებითაც შემთხვევით წაშლილი მნიშვნელოვანი ფაილების აღდგენას შეძლებთ. ხელსაწყო, სახელად Windows File Recovery დაგეხმარებათ იმ შემთხვევაშიც, თუ დოკუმენტები მყარი დისკის გასუფთავებისას დაგეკარგათ და არამხოლოდ – ის მუშაობს USB დრაივებისა და ფოტოკამერების SD ბარათების შემთხვევაშიც. თუმცა, არა მაშინ, თუ ფაილებს ქლაუდზე ინახავდით და წაგეშალათ. ნებისმიერი აღმდგენი ინსტრუმენტის მსგავსად, სასურველია Windows File Recovery-იც ფაილების წაშლიდან მალევე გამოიყენოთ. მისი გამოყენება MP3, MP4, PDF, JPEG, Word, Excel და PowerPoint ფაილების შემთხვეევაშიც შეგიძლიათ. Microsoft-ის ფაილების აღდგენის ინსტრუმენტს შეუძლია დაფორმატებული დისკის შემთხვევაშიც იმუშაოს. ერთ-ერთი რეჟიმით კი, სპეციფიური ფაილების აღდგენა ისეთ ფორმატირების სისტემებში  იქნება შესაძლებელი, როგორიცაა, მაგალითად, FAT, exFAT, ReFS და ა.შ. Windows File Recovery-ს შეუძლია ნებისმიერ Windows-ის მომხმარებელს დაეხმაროს შემთხვევით დაკარგული ფაილების დაბრუნებაში. Windows 10-ის მომხმარებლები ამ ინსტრუმენტის გამოყენებას უკვე შეძლებთ, თუმცა ამისთვის ჯერ უნდა File History-ს ფუნქცია უნდა ჩართოთ.