ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს პირდაპირ ეთერში აგინა
Tbilisi Daily
„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა გვარამია და გუბაზ სანიკიძე მწვავედ დაუპირისპირდნენ.
სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გუბაზ სანიკიძის მხრიდან ოპოზიციის კრიტიკა გახდა. მისი თქმით, ხალხი დაიღალა და ოპოზიციისგან კონკრეტული ქმედებები უნდა.
სიტუაცია კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც სანიკიძემ მიხეილს სააკაშვილის ჩამოსვლა მოითხოვა.
ერთ-ერთ ეპიზოდში გუბაზ სანიკიძემ მელიას უთხრა, რომ არჩევნების დღეს ოფისიდან საერთოდ არ გასულა. საპასუხოდ კი მელიამ სანიკიძეს შეაგინა.
„ვის უნახავს შენი ბრძოლა, ხან იქით ხარ, ხან აქეთ. ხან მიშას აქებ, ხან ბიძინას აქებ, ხვალ პეტრეს შეაქებ, პავლეს შეაქებ. მიშაზე მეტი მიშისტი ხარ და ჩვენ ვართ ახლა ქვეყნის მტრები?!, – უთხრა მელიამ გუბაზ სანიკიძეს. რის შემდეგაც ჯერ ნიკა მელიამ დატოვა ეთერი, შემდეგ კი გუბაზ სანიკიძემ.