გორის მინი ზოოპარკი უქმდება - დათვი მერიამ ,,ტყვეობიდან" გაათავისუფლა
Gori Daily
გორის მერია გორის მინი ზოოპარკს აუქმებს. ამის მიზეზად უსაფრთხოების ნორმების დაცვას ასახელებენ. დღეს მურა დათვი თბილისის ზოოპარკში გადაიყვანეს.
დანარჩენი ცხოველებიც გორის კულტურისა და დასვენების პარკს ეტაპობრივად დატოვებენ.
რაც შეეხება კულტურისა და დასვენების პარკს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ე.წ. ,,ახალ ბაღს" რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომელზეც 7,8 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოები 9 თვე გაგრძელდება.
იგეგმება პარკის შემოღობვა, მის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია - მათ შორის ზოოპარკისაც, მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, გასართობი და სპორტული სივრცეები, ახალი გარეგანათება, კომუნიკაციები და ა.შ.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#გორი
#შიდაქართლი
#goridaily
წყარო: qartli.ge