ლიგიკურია თუ ენმ პრემიერად მიხეილ სააკაშვილს მოიაზრებს - გოცირიძე
Pirveliradio Ge
ლოგიკური იქნებოდა თუ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერად მოიაზრებდა მიხეილ სააკაშვილს - ამის შესახებ განცხადება, "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.
"ამ გადაწყვეტილების შემდეგ უკვე უფრო მარტივია ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, ვინაიდან უკრაინაში მისი გეგმები, მისი სამომავლო ურთიერთობები და ის ვალდებულებები, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტთან აქვს გასარკვევი იყო. ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ აქ აქვს მას პრიორიტეტი აღებული და ბუნებრივია ლოგიკური იქნებოდა თუ "ნაციონალური მოძრაობა" პრემიერად მოიაზრებდა მიხეილ სააკაშვილს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას ალბათ მოგვიანებით, მასთან კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ,"- ამბობს რომან გოცირიძე.