მეუფე სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მეუფეს განცხადებით, ტემპერატურის მომატების შემდეგ თვითიზოლაციაში გადავიდა, ამიტომ მისგან ინფექცია არ გავრცელდებოდა. „მქონდა სიცხე 37.5, რის შემდეგადაც გავიკეთე კვლევა. მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, ამიტომ ვიყავი პირბადით და სიცხის გამოვლენის შემდეგ გადავედი თვითიზოლაციაში. არ ვფიქრობ, რომ ჩემგან ვინმეს გადაედებოდა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ. როგორც სასულიერო პირი აცხადებს, წირვა ბოლოს რამდენიმე დღის წინ ჩაატარა, თუმცა მაშინ თავს კარგად გრძნობდა. მეუფეს თქმით, მისი ინფიცირების წყარო უცნობია.