კოვიდვითარება შიდა ქართლში

Gori Daily

დღეს, 23 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1 759 შემთხვევიდან 686 თბილისიდანაა, 487 აჭარიდან, 356 კი იმერეთიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 24 562; გამოჯანმრთელებულია - 9 751; მათ შორის გარდაცვლილია - 183; კარანტინის რეჟიმში რჩება - 4 408; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1 848 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3 155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #შიდაქართლი #goridaily