ჩაიშალა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომელიც სამშვიდობო ზავის დამყარებას ითვალისწინებდა
Pirveliradio Ge
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომელიც სამშვიდობო ზავს დამყარებას ითვალისწინებდა, ჩაიშალა. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ტვიტერში“ დაწერა.
„მინდა, განვაცხადო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, ამჯერად აშშ-ის შუამავლობით, რომელიც სამშვიდობო ზავის დამყარებას ითვალისწინებდა, ჩაიშალა. შედეგად, აზერბაიჯანის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები“, – წერს ფაშინიანი.