შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, , ქუთაისში გაუჩინარებული 23 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების მოქალაქე ქუთაისში 7 მარტს დაიკარგა. პოლიციას მომხდარის შესახებ მეგობრებმა შეატყობინეს. რამდენიმე დღეში საქართველოში მისი ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ.
10 მარტიდან სამძებრო სამუშაოებში მაშველებიც ჩაერთნენ, რომლებიც წყალზე საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს 15-კილომეტრიან მონაკვეთზე, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ.
ტურისტის ცხედარიც სწორედ მათ იპოვეს.
#დაკარგულიტურისტი
#ნიდერლანდები
#KUTAISIDAILY