47-მა მოქალაქემ სასტუმრო „რუსთავში“ განთავსებული საკარანტინე ზონა დატოვა
429 Views
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago

რუსთავში, სასტუმრო „რუსთავში“ განთავსებული საკარანტინე ზონა 47-მა მოქალაქემ დატოვა. მათ იზოლაციაში ყოფნის პერიოდი დღეს ამოეწურათ. მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებამდე ტრანსპორტირება რუსთავის მერიამ უზრუნველყო.

ბოლო ინფორმაციით, სასტუმრო ,,რუსთავის“ საკარანტინე ზონაში ამჟამად 46 მოქალაქე რჩება, 53 კი ორკვირიან კარანტინში სასტუმრო ,,გრანდ-ვეჯინში” იმყოფება, სადაც მეორე საკარანტინე ზონა ფუნქციონირებს. რუსთავში მოწყობილ საკარანტინე სივრცეებში, როგორც მაღალი რისკის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეები, ასევე ის პირებიც იმყოფებიან, რომელთაც თვითიზოლაციის პირობები დაარღვიეს.

ამ დროისთვის ქალაქის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

#goodplaces #politics #news #coronavirus
Gode Marr
Tbilisi · 5 months ago
112
Write a comment
Similar Posts