ამერიკის საზღვაო ხომალდი ბათუმის პორტში შემოვიდა
Batumi Daily
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბათუმში აშშ-ის ხომალდი "პორტერი" შემოვიდა.
"ვიზიტის მიზანი საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციებისა და რეგიონული საზღვაო სტაბილურობის გასაძლიერებლად ჩვენს ნატოს წევრ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად ერთობლივი მზაობისა და საზღვაო შესაძლებლობების განვითარებაა" - წერია განცახდებაში.