ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

0
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. პაციენტი 72 წლის მამაკაცია, რომელიც ესპანეთიდან ოჯასთან ერთად ჩამოვიდა. ის კლინიკაში გუშინ მაღალი ტემპერატურით მივიდა და ორმხრივი პნევმონია აღმოაჩნდა. კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის სიმპტომებით ორი პაციენტი იმყოფება, რომლებიც ახლა გადიან შემოწმებას. რამდენიმე დღის წინ COVID-19 იმერეთში კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ქუთაისის ინფეციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მთავარი ექიმის , თემურ ნადირაძის თქმით, მისი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.
#ქუთაისი
#ინფექციურისაავადმყოფო
#kutaisidaily
0