ნარკომანია

0
დღეს მინდა ჩვენი, ადამიანების კიდევ ერთ მავნე ჩვევაზე და შეცდომაზე ვისაუბრო ცოტა. ნარკომანია-ნარკოტიკზე დამოკიდებულება, დაავადებად ითვლება უამრავ ქვეყანაში და ხალხის დიდი ნაწილისგან უარყოფას იღებს. მიჩნეულია, რომ პირველად ტერმინი „ναρκωτικός“ ნარკოტიკი ბერძენმა მკურნალმა ჰიპოკრატემ გამოიყენა ეს ტერმინი გალენოსსაც(ანტიკური ხანის ექიმი) აქვს გამოყენებული ამ ნივთიერებების გაჩენას იგი უშუალოდ მანდრაგორის ფესვებსა და ყაყაჩოს თესლებს უკავშირებდა. ნარკოტიკს ოდითგანვე ფართოდ იყენებდნენ მედიცინაში. მისი მთავარი დანიშნულება იყო გაებრუებინა პაციენტი და ტკივილის შეგრძნება გაექრო მაგრამ იწვევდა დამოკიდებულებას. თვითონ დამოკიდებულება რასაც გულისხმობს ყველამ ვიცით მაგრამ რამდენად აზიანებს ტვინს, თირკმელებს, ღვიძლს ეს უკვე სხვა თემაა. ამ პოსტში კი ვისაუბრებ ნარკოტიკზე რომელსაც სამკურნალოდ არ იყენებენ, მისი მთავარი დანიშნულება გუნების გამოკეთება და სიმშვიდის მოპოვებაა. ჰეროინი
ჰეროინი-ანტიდეპრესანტი მიეკუთვნება ოპიოიდების ჯგუფს. ის XIXე საუკუნეში სააფთიაქო შეფუთვითაც კი იყიდებოდა სუფთა ჰეროინი არის თეთრი ფხვნილი მწარე გემოთი, ხოლო სირეცი - მოყავისფრო ფხვნილი ან შავი წებოვანი ფისი, რომელიც ჰეროინამდე მიყვანისთვის საჭიროებს მჟავას. სირეცი არალეგალურ ნარკობაზარზე ხშირად ყავისფერია. ჰეროინი მზადდება მორფინისგან, რომელიც, თავის მხრივ, ოპიუმისგან გამოიყოფა. ოპიუმი არის სქელი ყავისფერი პასტა, რომელიც ყაყაჩოს მცენარეული წვენიდან მიიღება. მარიხუანა
ბუნებრივად მოიპოვება ნერგის სახით. ბალახის ოჯახს მიეკუთვნება და ჯიშებად იყოფა. ძირითადად იყენებენ მოწევისთვის. კანაფის მთავარი ფსიქოაქტიური ნაწილია ტეტრაჰიდროკანაბინოლი , მცენარეში ჩვენთვის ცნობილი 483 კომპონენტიდან ერთ-ერთი, მათ შორისაა მინიმუმ 65 სხვა კანაბინოიდი. კანაფის მიღება შესაძლებელია მოწევით, აორთქლებით, საკვებში ან ექსტრაქტის (გამონაწურის) სახით. უამრავ ქვეყანაში კანონითაც არის დაშვებული. დამოკიდებულებას მეტ ნაკლებად იწვევს და სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით ბევრად უსაფრთხოა. პოპულარობას არასდროს კარგავს არცერთი თაობის ადამიანებში. მთავარ ფიზიკურ ეფექტად კი სიმშვიდის მოპოვება და ანტი დეპრესანტობა ითვლება. მისი გაყიდვა და მოყვანა ჩვენს ქვეყანაში კანონით ისჯება მაგრამ შავ ბაზარზე სულ რაღაც 200 ლარად მაღალი ეფექტის მქონე მარიხუანას მარტივად შეიძენთ.😣 მედიცინაში დღესაც გამოიყენება. სააფთიაქო ჩამონათვალშიც გვხვდება მისი ზეთები რომელიც რეცეპტის გარეშე არ გაიცემა. LSD
ხშირად კლუბური ნარკოტიკის ჯგუფში გვხვდება. ელესდი პირველად 1938 წელს შვეიცარიელმა მეცნიერმა ალბერტ ჰოფმანმა დაასინთეზა. „ელესდი -25“ როგორც თავად ალბერტ ჰოფმანი განმარტავს ლაბორატორიაში მიცემული კოდური სახელია, რომელიც ლიზერგინული მჟავის ამიდების სერიის სინთეზის დროს, როგორც რიგით 25-ე სუბსტანციას მიენიჭა[1] მიუხედავად ამისა ნივთიერების ჭეშმარიტი ბუნება წლების მანძილზე უცნობი იყო მისი შემქმნელისთვის მანამ სანამ 1943 წელს, 16 აპრილს ლაბორატორიაში მუშაობისას შემთხვევით თითებიდან შეწოვის შედეგად იგი მის ორგანიზმში არ მოხვდა, რაოდენობა ძალიან მცირე იყო თუმცა საკმარისი, რომ ჰოფმანს მისი ფსიქოაქტიური ბუნება შეეგრძნო. ნახევრადსინთეზური ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში იწვევს ჰალუცინაციებს ახლა კი ორიოდე სიტყვა და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ რა მოხდება თუ ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანი ანუ ნარკომანი უეცრად ვეღარ მიიღებს სასურველ ნივთიერებას, სასურველი დოზით იწყება საშინელი აგრესია, აფორიაქება, (ეს ყველაფერი ეხება მხოლოდ ძლიერ ნარკოტიკებს) ფიზიკური ზიანისკენ ლტოლვა, დაუფიქრებელი ქმედებები, ხშირ შემთხვევაში როცა აანალიზებს ადამიანი ამ ყველაფერს მისი მსიქიკა ნადგურდება და თვითმკვლელობა ერთადერთ გამოსავლად რჩემა მას. თვითონ ნარკომანია ცოდვად ითვლება რელიგიურ ასპექტშიც. ყველა სასულიერო პირი უარყოფს და გმობს ნარკოტიკს. გაუაზრდებლად მიმაჩნია როცა იცი რომ 1 წუთი სიამოვნების შემდეგ 1 წელი გავნებს. რატომ უნდა გაექცე სიცოცხლეს, როცა სიცოცხლე ისედაც მშვენიერია. მთავარია მოინდომო, მთავარია გააღვიძო შენში ამ მშვენიერების დანახვის უნარი... ვიღაცისთვის ეს მოწოდება შეიძლება მეტისმეტად პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ პათეტიკა იმაზე უკეთესი მაინცაა, რასაც ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იწვევს.
#გააჟღერე
Feedc
#ჯანსაღიცხოვრება
#ბიზნესი
#ტექნოლოგიები
#კულინარია
#მოდა
#სპორტი
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#პოლიტიკა
#ახალიამბები
#siykura
0