გერმანიაში კორონავირუსის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოჰის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ 19“-ის 212 022 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9 168 ადამიანი. გერმანიაში კორონავირუსისგან 194 600 პაციენტი განიკურნა.